სენატორი ჯიმ რიში - ეს დაშინება უნდა შეწყდეს

შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში „ტვიტერზე" წერს, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ეს დაშინება უნდა შეწყდეს“.

„შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს რიში.