„კეზერაშვილი ბიზნესმენებს და ჯარს რომ ძარცვავდა, ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში“

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია.

„დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს - დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი". თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი, როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად რომ გადაადგილდება, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

„რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი აქ ზის და ა.შ. ეს მდარე სპეკულაციები გასაგებია, მაგრამ რაში გამოიხატება რუსეთის გავლენა საქართველოში. ვინ არის რუსი ოლიგარქი? კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. ჯარი გაძარცვა, პენსიონერებს ძარცვავს ახლა და ბიზნესს არეკეტებდა.

კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად, რომ გადაადგილდება, ეს ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, რადგან მან საზოგადოებას გაუძარცვა ჯარი და ბიზნესმენები.

კეზერაშვილი შევიდა ერთ-ერთ რესტორანში თბილისში, მაშინ იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, მიმტანმა ვერ იცნო, უნდა ეცნო კეზერაშვილი დიდი კაცი იყო, ვერ იცნო და მიუტანა ჩეკი, ამაზე გამწარებული კეზერაშვილი, მიმტანზეც გაბრაზდა და შესაბამისად რესტორანზეც. მეორე დღეს გამოუწერა რესტორნის მეპატრონეს მილიონიანი ჩეკი, ეს სამარცხვინო კაცი. ის კაცი, სხვათა შორის, უკრაინაში გაიქცა, ჩემი ახლობლის მამა.

სირცხვილია, ამ კაცის ტელევიზიაში მუშაობთ, ქალბატონო ჟიჟილაშვილო. კეზერაშვილის სუბსიდიებზე ზიხართ და როგორ არის გადანაწილებული წილები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სირცხვილია კეზერაშვილისგან ხელფასის მიღება. კაცი ჯარს ძარცვავდა, კაცი ბიზნესმენებს ძარცვავდა და კაცი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს მოცემულობა ფართოდ დადგენილია", - განაცხადა კობახიძემ.