2023 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 8 ერთეული Aston Martin-ი მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც ქვეყანაშია რეგისტრირებული.
უფრო კონკრეტულად კი, მოდელი Vantage საქართველოში სულ 2 ერთეულია, ასევე 2-2 ცალია მოდელი DB11 და მოდელი DBX, რაც შეეხება DBX coupe-ს, ის ქვეყანაში მხოლოდ ერთ ავტომფლობელს ჰყავს. ასევე ერთის მფლობელობაშია DBX707.
რაც შეეხება ამ მოდელების ფასებს, Aston Martin Vantage-ის ღირებულება 147 ათასი დოლარიდან იწყება და 301 ათას დოლარს აღწევს. რაც შეეხება DB11-ს, ის 217 ათასი დოლარი ღირს, ხოლო DBX-ის ფასი 200 ათასი დოლარიდან იწყება. DBX coupe-ს ღირებულება 250 ათასი დოლარია, ხოლო DBX707-ის ღირებულება 207 ათას დოლარს შეადგენს.
ამ მომენტისთვის საქართველოში 1 680 436 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული.