რენესანსის ეპოქის გასაოცარი გამოგონებები, რომლებიც დღესაც აქტუალურია

რენესანსის ეპოქამ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ოქროს ხანის პარალელურად, მე-14 და მე-17 საუკუნეებს შორის ევროპის ისტორიის ეს პერიოდი ასევე ძველი სამყაროსა და თანამედროვე სამყაროს დამაკავშირებელი ხანაა.

იმ საუკუნეებში ბრწყინვალე ადამიანები ქმნიდნენ და იგონებდნენ ერთი შეხედვით შესაძლო პრიმიტიულ და მარტივ მექანიზმებს, თუმცა სწორედ მათ მიერ შექმნილმა სიახლეებმა დაუდო სათავე ტექნოლოგიური და ციფრული ხანის აღორძინებას.

წარმოგიდგენთ რენესასნსის ეპოქის რამდენიმე მნიშვნელოვან გამოგონებას, რომლებიც დღესაც აქტუალურია:

1-1715419803.jpg

სტამბა

გუტენბერგის სტამბა თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. სწორედ იქ გახდა პირველად ისტორიაში, იდეებისა და ინფორმაციის ადვილად და ხელმისაწვდომად გამრავლება.

სტამბა გამოიგონა გერმანელმა ოქრომჭედელმა იოჰანეს გუტენბერგმა 1436-1440 წლებში. მისი ახალი გამოგონების შესამოწმებლად გუტენბერგმა დაბეჭდა კათოლიკური ბიბლიის დაახლოებით 180 ეგზემპლარი. “გუტენბერგის ბიბლიები“ ახლა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტომია.

2-1715419852.jpg

მიკროსკოპი

მიკროსკოპი, მისი გამოგონების შემდეგ 1590 წელს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი ინსტრუმენტი მეცნიერებისა და კვლევის თითქმის ყველა სფეროში. მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა, მოგვეცა შესაძლებლობა შეგვესწავლა სამყაროს უფრო ინტიმური დეტალები.

პირველი მიკროსკოპი ფაქტობრივად, შეიმუშავეს და ააშენეს ერთად მამა-შვილმა ჰანს და ზაქარია იანსენებმა.

3-1715419902.jpg

ტელესკოპი

გალილეო პასუხისმგებელია უამრავ გამოგონებაზე და აღმოჩენაზე, რომლებმაც შეცვალეს სამყარო. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონება იყო ტელესკოპი. პირველი მოდელი 1609 წელს შექმნა. მას შეეძლო მხოლოდ სამ სიმძლავრემდე გადიდება და შესაბამისად, დიდად სასარგებლო არ იყო ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის.

საბოლოოდ, გალილეომ შექმნა ისეთი ტელესკოპი, რომელსაც შეეძლო 30-მდე გადიდება, რამაც საშუალება მისცა აღმოეჩინა იუპიტერის ოთხი თანამგზავრი, ირმის ნახტომის არსებობა და მთვარის კრატერები.

4-1715419928.jpg

ორთქლის ძრავა

ორთქლის ძრავა, გაჩნდა ისტორიის სხვადასხვა დროს, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანები ტექნიკურად იყენებდნენ ორთქლის ძალას, არც ერთი არ იყო საკმარისად ძლიერი.

1698 წელს ინგლისელმა თომას სავერიმ მსოფლიოს თავისი ორთქლის ძრავა გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე ეკონომიური ენერგიის წყარო მსოფლიოში, ძრავამ საფუძველი ჩაუყარა ყველა თანამედროვე ორთქლის ძრავას.

5-1715419959.jpg

ქანქარიანი საათი

დროის აღრიცხვა სამუდამოდ შეიცვალა 1656 წელს, როდესაც კრისტიან ჰაიგენსმა მსოფლიოს გააცნო თავისი ქანქარიანი საათი. ქანქარიანი საათი მსოფლიოში თითქმის 300 წლის განმავლობაში რჩებოდა ოქროს სტანდარტად.

6-1715419989.jpg

სათვალეები

ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ პირველი სათვალე იტალიელ გამომგონებელს სალვინო დ'არმატის ეკუთვნოდა. რენესანსის დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა სათვალეების ტექნოლოგიაში. მე-15 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა მოაზროვნეებმა და გამომგონებლებმა შექმნეს საკუთარი სათვალეები, რომლებიც ეხმარებოდა მიოპიას, ჰიპერმეტროპიასა და თვალის სხვა მდგომარეობებს.

6-1715420021.jpg

მყვინთავის კოსტუმი

ლეონარდო და ვინჩი არის რენესანსის ყველაზე ცნობილი ფიგურა. და ვინჩი სწავლობდა ხელოვნების თითქმის ყველა სკოლაში და იყო ისეთივე წარმატებული გამომგონებელი, როგორც მხატვარი.

მისი ერთ-ერთი უახლესი გამოგონება იყო პირველი მყვინთავის კოსტუმი.

7-1715420047.jpg

პარაშუტი

იტალიელმა პოლიმათე ფაუსტო ვერანციომ დაახლოებით 1590 წელს არა მხოლოდ მოიფიქრა, არამედ შექმნა და ექსპერიმენტები ჩაატარა საკუთარ პარაშუტზე.

ისტორიის თანახმად, როდესაც ვერანციო 65 წლის იყო, იგი პარაშუტით ავიდა წმინდა მარკოზის მწვერვალზე, 323 ფუტი (98,6 მ), გადმოხტა და უვნებლად მიაღწია მიწას.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი