EURO 2024-ისთვის WIZZ AIR-ი გერმანიის მიმართულებით სპეციალურ რეისებს ამატებს

კომპანია Wizz Air-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით კომპანიამ დამატებითი რეისები ჩანიშნა. ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებას და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, ბილეთების შეძენა ფიქსირებული ფასით, 219 ევროდ, Wizz Air-ის ვებ-გვერდისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ.

ეკა დარჩიაშვილი