საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. ამასთან, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც სამუშაო საათები მკვეთრად მეტია. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, ყველაზე გრძელი სამუშაო საათებით:
1. ბუტანი - 54.4 სამუშაო საათი კვირაში
2. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 50.9 სამუშაო საათი კვირაში
3. ლესოთო - 50.4 სამუშაო საათი კვირაში
4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 48.6 სამუშაო საათი კვირაში
5. ყატარი - 48.2 სამუშაო საათი კვირაში