ჩეხეთში ველოგამოწვევის აქცია მეთოთხმეტეჯერ ჩაუშვეს

ჩეხეთმა კვლავ საერთოეროვნული აქცია-გამოწვევა ჩაუშვა, რომლის მონაწილეებმაც სამსახურში ან სკოლაში ერთი თვის განმავლობაში ველოსიპედით უნდა იარონ.

აქცია-გამოწვევა როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებს, ასევე, 2-5 კაციან გუნდებს მოიცავს. პრიზები გათამაშდება ყველა მათგანზე, ვინც თვიური მგზავრობის, მინიმუმ, 66%-ს სხვა სატრანსპორტო საშუალებით კი არა, მხოლოდ ველოსიპედით შეასრულებს.

ორგანიზატორების თქმით, აქცია-გამოწვევა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის მოტივაციას, რომ ავტომობილების გამოყენება შეწყვიტონ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიარონ.

აქცია უკვე მეთოთხმეტეჯერ ტარდება. მაგალითად, გასულ წელს მასში ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქიდან 25 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა აქციის დასრულების შემდეგ სამსახურში ან სკოლაში ველოსიპედით სიარული უფრო ხშირად დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ