Uber-მა იტალიის ყველაზე გულმავიწყ მგზავრებს შორის ფლორენციელები დაასახელა

ფლორენციის მცხოვრებლები, სხვა იტალიელებთან შედარებით, ტაქსში თავიანთ ნივთებს ყველაზე ხშირად ივიწყებენ. ამის შესახებ ტაქსის სერვის Uber-ის ახალ ანგარიშში წერია.

ფლორენციის შემდეგ იტალიის ყველაზე “გულმავიწყ” ქალაქებს შორის მეორე და მესამე ადგილებს კატანია და პალერმო ინაწილებენ. მეოთხე ადგილზე ბოლონიაა, ხოლო ხუთეულს მილანი ხურავს.

ყველაზე ხშირად იტალიელებს ტაქსში ზედა ტანსაცმელი ავიწყდებათ, დაწყებული მოსაცმელი ხალათით და პალტოთი დამთავრებული. ამასთან, “დაკარგულ ნივთებს” შორის ხშირად ჩემოდნები, ჩანთები, საფულეები, ტელეფონები და სათვალეებიცაა.

კვირის დღეებიდან იტალიელებს ყველაზე მეტი რამ ავტომობილში შაბათობით ავიწყდებათ, ხოლო ყველაზე ხშირად ეს საღამოს რვა საათზე ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ