საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა - რა ღირს საწვავი გასამართ სადგურებზე

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო.

ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში აქ „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე და როგორ შეიცვალა მისი ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.72 ლარი (ერთი თვის წინ 3.63 ლარი)
  • ნანო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)
  • ნანო ევრო რეგულარი - 3.15 ლარი (ერთი თვის წინ 2.98 ლარი)
  • ევრო 5 დიზელი - 3.28 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.36 ლარი (ერთი თვის წინ 3.33 ლარი)

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)
  • ეკო პრემიუმი - 3.35 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)
  • ევრო რეგულარი - 3.17 ლარი (ერთი თვის წინ 3.04 ლარი)
  • ევრო დიზელი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.37 ლარი)
  • ეკო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.32 ლარი)
  • დიზელ ენერჯი - 3.29 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.77 ლარი (ერთი თვის წინ 3.73 ლარი)
  • G-Force პრემიუმი - 3.37 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)
  • ევრო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)

Rompetrol;

  • სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)
  • ევრო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.25 ლარი)
  • ევრო რეგულარი - 3.20 ლარი (ერთი თვის წინ 3.11 ლარი)
  • ევრო დიზელი - 3.43 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)
  • ევრო დიზელი - 3.33 ლარი (ერთი თვის წინ 3.29 ლარი)

Portal-ი:

  • პრემიუმი - 3.09 ლარი (ერთი თვის წინ 2.95 ლარი)
  • ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (ერთი თვის წინ 2.75 ლარი)
  • ევრო დიზელი - 3.44 ლარი (ერთი თვის წინ 3.44 ლარი)