ბათუმში, სტუდენტების პროტესტს ლექტორები და ასოცირებული პროფესორთა ნაწილი შეუერთდა

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებულ სტუდენტებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, ლექტორები და ასოცირებული პროფესორთა ნაწილი შეუერთდა.

ისინი სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ლექტორებმა უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილ სტუდენტებს სიტყვითაც მიმართეს.

„დიდი მადლობა ამ ემოციისთვის, უნივერსიტეტი იყო და არის მანათობელი ჩირაღდანი, დარწმუნებული ვართ, ვერავის მუქარა ვერ შეგაშინებთ. ამ ერთიანი ძალებით, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, 37 წელს დახოცილი მეცნიერების, 9 აპრილის გმირების, ილია ჭავჭავაძის წინაშე. ჩვენი გზა ევროპაშია, არა რუსულ კანონს”,- განაცხადეს ლექტორებმა მიმართვისას.