რას ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებიდან

ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა, თუმცა ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ევროკავშირიდან 915,508 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 845,858 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 133,223 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2023 წლის იანვარ-მარტში - 213,768 მლნ აშშ დოლარის.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მთავარი იმპორტიორია გერმანია (223,281 მლნ აშშ დოლარი), იტალია (94,145 მლნ აშშ დოლარი) და პოლონეთი (72,810 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მთავარი ექსპორტიორი ბულგარეთი (15,112 მლნ აშშ დოლარი), რუმინეთი (14,108 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (13,599 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირში, ჩამონათვალი ასეთია:

ტოპ-5 იმპორტირებული:

  • მსუბუქი ავტომობილები - 108,408 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 91,318 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 65,874 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 26,245 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 21,127 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 19,759 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 11,516 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 10,236 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 9,853 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 7,518 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ადგილობრივი ექსპორტირებული პროდუქტი:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 19,577 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 11,516 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 9,853 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,372 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 6,384 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური