რატომ დაიკეტა ბრიტანეთის სავიზო აპლიკაციის ცენტრი - საელჩოს განმარტება

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სავიზო აპლიკაციის ცენტრის დახურვის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.

სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“ - წერს საელჩო.

იხილეთ ასევე: ბრიტანეთის სავიზო აპლიკაციის ცენტრი საქართველოში დაიკეტა

ეკა დარჩიაშვილი