ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ნათესები დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზიანა. როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტიძემ განაცხადა, წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ერთდროულად მოვიდა, აღნიშნული რაიონების ბევრ სოფელში გაანადგურა ნათესები, დააზიანა გზები, საცხოვრებელ სახლებში შევარდა წყალი, დაიხოცა ფრინველი.

მისივე თქმით, სტიქიურმა მოვლენამ ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს: დვირს, საკირესა და ტაძრისს. გუნერბატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლისა და გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ამსახველი ფოტოები გამოცემა "სამხრეთს კარიბჭემ" გაავრცელა.