ბათუმში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავსების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ბარმენები ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ.
დასუფთავსების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტებს აპარტოტელების, დიდი და მცირე ზომის სასტუმროების თანამშრომლები გაეცნენ. თეორიული სწავლების დასასრულს მათ სასტუმრო ნომრების ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. საგაზაფხულოს ტრენინგებისას დეპარტამენტმა ჯამში 300-მდე სექტორის წარმომადგენლის გადამზადება შეძლო. ტრენინგები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება სერვისის ვებ-გვერდზეა https://serviceajara.ge/ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ტრენინგი იგეგმება დამწყები გიდებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებისთვისაც, ასევე სპიკერების საჯარო ლექციები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის.
NS