„სუს-მა მოითხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან - რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება"

„კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" - ამის შესახებ ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S.

ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში“ - წერს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოსო ბერიკაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ეკა დარჩიაშვილი