„არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათაშორის გამიკვირდა“ - ჭყონია ო'ბრაიენის ბიზნესთან შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში არსებულ ბიზნესებს ხვდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.

„არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათა შორის, გამიკვირდა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ო’ბრაიენი ბიზნესებს შეხვდება, იგეგმება ამასთანავე არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

მერი ტაბატაძე