ინდოეთმა რუსული ტანკერების სერტიფიცირება შეწყვიტა

ინდოეთის საკლასიფიკაციო საზოგადოება IRClass-მა აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობტანკერებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატების გაცემა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ შეზღუდვის გამო ეს გემები ამჟამად რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრის სერტიფიცირებას გადიან.

IRClass გემების ერთ-ერთი წამყვანი სერტიფიკატორია მსოფლიოში, რომელიც ბოლო დრომდე რუსული ტანკერების ფლოტის გემთმავლობას მას შემდეგ ამოწმებდა, რაც მსხვილმა სადაზღვევო კომპანიებმა და ძრავების მწარმოებლებმა ამ გემების მომსახურებაზე სანქციების გამო უარი თქვეს.

თუმცა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თებერვალში IRClass-ის მიერ სერტიფიცირებული 14 ტანკერიც შეიყვანა სანქციების სიაში, რის შემდეგაც ეს გემები, ორი ხომალდის გარდა, ინდური კომპანიის ვებგვერდზე ჩამოთვლილი აღარ არის.

ამდენად, დარჩენილი 12 ტანკერი აპრილიდან, IRClass-ის ნაცვლად, რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრის მიერ არის სერტიფიცირებული. თავის მხრივ, რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრი 2022 წლის მარტიდან საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციიდან გარიცხულია.

ამჟამად, ამ ტანკერების უმეტესობა, რომელთაგან ზოგიერთმა სახელი შეიცვალა, საზღვაო თვალთვალის მონაცემების მიხედვით, ღუზაზე დგას ან აზიასა და შავ ზღვაში რუსეთის პორტებისკენ მიემართება.

Reuters-ის შეფასებით, 2022 წელს, დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ IRClass-ის სერთიფიკატის დაკარგვა რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების ლოგისტიკაზე კიდევ ერთი დარტყმაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ