ო’ბრაიენმა აშშ-ს სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგან შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

ცნობისთვის, ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ამჟამად, ო’ბრაიენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სხვები.

ამასთანავე, დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

მერი ტაბატაძე