ლევან ბერძენიშვილი „კავკასიის უნივერსიტეტს“ ტოვებს

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია“ - ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში „კავკასიის უნივერსიტეტის“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“, - წერს ლევან ბერძენიშვილი.

ამ დროისთვის კავკასიის უნივერსიტეტი ასევე დატოვეს ლექტორებმა - დავით ქაშიაშვილმა, ნიკო ნერგაძემ, ნინო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანალიტიკოსმა სოსო ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი იმის შესახებ, რომ სუს-მა უნივერსიტეტის დირექტორს მისი გაშვება უბრძანა.

ეკა დარჩიაშვილი