შარლ მიშელი - ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს

ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა დასავლეთს საქართველოზე რუსეთის გავლენის ზემოქმედების პრევენცია.

„ძალიან ნათელია, რომ რუსეთის მიზანია ძირი გამოუთხაროს ყველგან, სადაც შესაძლებელია, დემოკრატიის პრინციპებს და კანონის უზენაესობის გაძლიერების მცდელობას, ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას, ვინც საქართველოშია და ვიცი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, დაუახლოვდეს ევროკავშირს და სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა მიშელმა.