ფინეთის პარლამენტის წევრი - პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს, - ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს.

“დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ”, - განაცხადა ტინკინენმა.