პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენის შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ ნახევრი გაგრძელდა.

„საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.