ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია განახლდა

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია განახლდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მოქალაქეები არიან შეკრებილები და პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცება ქვეყანას ევროპულ ოჯახთან აშორებს.

აქციის მონაწილეები მკაცრად გმობენ, თბილისში თანამოაზრეებზე განხორციელებულ ძალადობას და ამბობენ, რომ თითოეული ადამიანი, რომელთაც უკანონოდ აკავებენ, იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის.