ფოტიგა - კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს პრო-დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის ძირის გამოთხრას

ცუდი ამბები მოდის დღეს საქართველოდან, რომლებიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მიერ არის წაქეზებული , - ამის შესახებ ევროაპარლამენტარმა ანა ფოტიგამ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ძალიან ცუდი ამბები მოდის დღეს საქართველოდან, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული. საქართველოს მმართველმა პირებმა გადაწყვეტეს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი დაწესონ ქართულ საზოგადოებაზე, რაც ნათქლად აჩვენებს ქართველების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მათ მოქმედებას.

საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს პრო-დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის ძირის გამოთხრას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, დასავლური სტრუქტურებისადმი თქვენს გზაზე საუკეთესოს გისურვებთ.

შეინარჩუნეთ თქვენი სიმამაცე და იმედიანად დარჩით თქვენი კეთილშობილი მიზნების მიღწევაში”, - განაცხადა ფოტიგამ.