გიტანას ნაუსედა - თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის

არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება.

არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა.