აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს - პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს - პოლიციამ, რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

სამართალდამცველებმა, ისინი საპატრულო პოლიციის მანქანებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

“არც კი გაუფრთხილებიათ, ეგრევე დაიწყეს ბავშვების გატაცება. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა”,-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.