მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა

დღევანდელი დღის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,28%-ით შემცირდა და ბარელზე 64,63 დოლარი შეადგინა.

0,71%-ით გაიაფდა WTI-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმაც ბარელზე 60,34 დოლარი შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, ნავთობის ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა ენერგეტიკის საერთაშორისო  სააგენტოს ანგარიშმა, რომლის თანახმად, 2015 წელს ნავთობის მოპოვება დღიურად 300 ათას ბარელამდე გაიზრდება.

2015 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, «PLATT”S»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს: ბენზინი - 716.25 დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) - 576.25 დოლარი/ტონაზე; დიზელი (10ppm) - 577,00 დოლარი/ტონაზე; Jet - 581.00 დოლარი/ტონაზე; მაზუთი - 338.50 დოლარი/ტონაზე.