Comex-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემებით, სპილენძის მსოფლიო ფასმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია.
ივლისის ლითონის ფიუჩერსებზე ბოლო ვაჭრობა ფუნტ სპილენძზე 2.2%-ით გაზრდილი ფასით, ანუ 4,766 დოლარად დაიხურა, რაც 2022 წლის 18 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
ისტორიული რეკორდი ფუნტზე 4,937 დოლარია, რაც 2022 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში სპილენძის გლობალური ფასი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის მონაწილეები, რომლებსაც მდგრად ინფლაციურ წნეხზე ფულის გამომუშავება სურთ, მეტალში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ