თურქული ელექტრომობილი, Togg გერმანიაში 2025 წლიდან გაიყიდება, რითიც ევროპულ ბაზარზე პირველად შევა. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT-ის ეთერში თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრ ფატიჰ ყაჯირმა განაცხადა.
„ჩვენ ვართ ახალი ბრენდის დაბადების მოწმენი, რომელიც მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ძრავაა. ის გერმანიაში 2025 წლის დასაწყისში გამოჩნდება და ამით ევროპულ ბაზარზე შევა,“ - აცხადებს მინისტრი.
მისი მონაცემებით, ამჟამად თურქეთის გზებზე 30 ათასამდე Togg დადის.
ყაჯირი ამბობს, რომ ინჟინრები ელექტრომობილისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობენ.
„სამომვალოდ Togg-ის შესაძლებლობები ავტონომიური მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროშის გაუმჯობესდება,“ - აცხადებს მინისტრი.
ამჟამად თურქეთში ელექტროკროსოვერი, Togg T10X არის ხელმისაწვდომი. იანვარში თურქეთმა ლას-ვეგასში Togg-ის ახალი მოდელი, T10F წარადგინა, რომელიც ქვეყანაში 2025 წლიდან გაიყიდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ