ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”.

თბილისის დროით 13:30 საათისთვის:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.18%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.138 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 9.32%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.634 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 6.48%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 460.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.