თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა

ივანიშვილის ქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა განმარტეს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოითხოვს 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და არა კონსენსუსს.

„ივანიშვილის მოქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა. იცით მათ შორის, რომ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, რაც განმარტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომ მოითხოვს 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და არა კონსენსუსს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.