ლარის კურსი ეცემა - რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:17 საათისთვის ერთი დოლარი 2.7524 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7000 კურსით დაიწყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში.

ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.7950 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.6950 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.6900 ლარადაა შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,7850 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2,6550 ლარად შეძლებენ.

2.8050 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2.7700 - „ტერაბანკში“ და ა.შ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარია.

ნინი ქეთელაური