საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს

ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი, რომელიც ორივე არჩევანს ძირს უთხრის. ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს“, - წერს შერაზ გასრი X-ზე.