სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენთან მსვლელობით მივიდნენ

სტუდენტების მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო, პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერდნენ და აქცია საქართველოს ჰიმნის შესრულების ფონზე დაიწყეს.

ახალგაზრდებს მსვლელობის დროს შეძახილებითა და სიგნალებით, მოქალაქეები მანქანიდან ამხნევებენ.

“საქართველო”, “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, - სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები.

ინფორმაციისთვის, მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს პლენარულ სხდომაზე მიიღო.