რამდენიმე სარეკლამო სააგენტოში პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა, სადაც ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.

იმ დროს, როცა პოლიცია პავილიონში შევიდა, იქ რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა, სადაც 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიცია ასევე შევიდა შემდეგ სარეკლამო სააგენტოებშიც: „ედბლექსი“, „ოგილვი“ და „ჰოლი მოტორსი“.