ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო "სტამბაში" მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი და აღნიშნულის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები იქნება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და ოპოზიციას.