როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ამ მომენტისთვის

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 15 მაისი ქართული კომპანიების აქციებისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”.

დღის ბოლო მონაცემებით:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.08%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.5 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.88 მილიარდი სტერლინგია.

რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულებს, კლება 14,92%-ია. ბანკის ერთი აქცია 25.1 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.8%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.85 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

თორნიკე მაისაშვილი