მაიკლ როთი - ჩვენ, „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ

ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომელშიც შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მან მხარეების ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში მისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„რაც ჩვენ ახლა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან ნამდვილად გვჭირდება სიცხადეა. მოდით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ყურადღებით მოვუსმინოთ. ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.