4 საგზაო პროექტი, რომელიც კახეთის მიმართულებით ხორციელდება

კახეთის მიმართულება, რომელიც დედაქალაქს აღმოსავლეთ რეგიონთან აკავშირებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით - „საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ წერს.

აღნიშნული გზის განახლებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება.

ამ ეტაპზე კახეთის მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:

  • ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი (ლოტი 1)
  • საგარეჯოს შემოვლითი გზა (ლოტი 2)
  • საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი (ლოტი 3)
  • ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა
ეკა დარჩიაშვილი