ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2024 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 60 მლნ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.