Citibank-მა "საქართველოს ბანკი" დააჯილდოვა

Citibank-მა "საქართველოს ბანკი" საერთაშორისო გადარიცხვების (Straight Through Processing (STP) შესრულების საუკეთესო ხარისხისთვის დააჯილდოვა.

"საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე რომ, მათი ხელით დამუშავება არ ხდება. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, ხსენებული ჯილდოს მიღება საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს.

Citi  წამყვანი გლობალური ბანკია, რომელიც დაახლოებით 200 მილიონ კლიენტთა ანგარიშს ემსახურება და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს, აწვდის მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის, სამომხმარებლო საბანკო მომსახურებასა და დაკრედიტებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო მომსახურებას, ტრანზაქციებსა და დაგროვილი ქონების მართვას.