რუსულმა Unistream-მა საქართველოში ფულადი გზავნილები განაახლა

რუსული გადახდის სისტემა Unistream-მა საქართველოში გადარიცხვები განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას Vestikavkaza ავრცელებს.

„რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელი გახდა.“ - ამის შესახებ კომპანიის გამგეობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ფულადი გზავნილების შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს ახლობლების ფინანსური დახმარება გაუადვილდებათ“ – აცხადებს იულია კავერინა

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულს ქართული ბანკების უმეტესობამ აღნიშნულ გადახდის სისტემასთან მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი აშშ-ის მიერ Unistream-ის დასანქცირება იყო.

თორნიკე მაისაშვილი