„როდესაც ქვეყანა იმართება სანქცირებული პირებისგან, იქ ინვესტორი არ შედის“

„როდესაც მსხვილი საერთაშორისო საფინანსო აქტორები ათვალიერებენ საინვესტიციო ადგილებს და პირობითად მოეწონათ საქართველოში კონკრეტული, რაღაც მონაკვეთი და შემდგომ ჩაიხედეს ნებისმიერ რამეში და ნახეს, რომ ხელისუფლება არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქცირებული, ის იქ ფულს არ შეიტანს... წერტილი“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძე ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო შტოები სანქცირებულია და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.

„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც არსებობს სახელმწიფო შტოები დასაქცირებული და ქვეყანა წინ წავიდა. ამ მომენტში, აი დღევანდელ რეალობაში, გვაქვს სასამართლო ხელისუფლება გარკვეული ტიპის სანქციებში და დავდგავართ სანციების ზღვაზე სადაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ემუქრება დასანქცირება“ - განაცხადა ოთო აბესაძემ.

ეკონომისტი ცხოური აგენტების შესახებ კანონისაც შეეხო და მას მავნებლური უწოდა. ეკონომისტის განცხადებით უარყოფითი გავლენების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ აღნიშნული კანონი აუცილებლად უნადა გაიწვიოს.

„უნდა გაიწვიოს ეს მავნებლური კანონი უკან. გინდ ქართული, გინდ რუსული, გინდ ფრანგული, მავნებლური კონონი დავარქვათ... დადგეს თავის პარტნიორებთან მოლაპარაკების მყარ სტადიაზე და გაითვალისწონოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები“ - განაცხადა მან.

თორნიკე მაისაშვილი