„ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია“

ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

„გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორცილება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა.

ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, - აცხადებენ სებ-ში.