რა ღირს დოლარი/ევრო სავალუტო ჯიხურებში

ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. გუშინ დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, 16 მაისს 1 დოლარი 2.7323 ლარი ღირდა, 15 მაისს - 2.6866 ლარი, 14 მაისს - 2.6866. ლარი

რაც შეეხება ევროს, გუშინ დადგენილი კურსით, 3.0002 ლარს შეადგენს. 16 მაისს მოქმედი კურსი კი, 2.9577 ლარს შეადგენდა.

ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.7600 ლარიდან 2.8000 ლარამდე მერყეობს. ხოლო 1 ევროს შეძენა 2.9900 ლარიდან 3.0300 ლარამდეა შესაძლებელი.

ნინი ქეთელაური