აფხაზეთში ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა 22%-ით არის გაზრდილი

გასულ წელთან შედარებით, აფხაზეთში ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა 22%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში აფხაზეთი მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულებაა რუსებს შორის.

ცნობისათვის, 2024 წელს აფხაზეთში ფასებმა 15-30%-ით მოიმატა. ერთი ტურის ფასი საშუალოდ 660 დოლარიდან 880 დოლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, მიმდინარე ზაფხულში, ეკონომ - სეგმენტის ღირებულება 185 დოლარიდან იწყება, საშუალო ფასის სეგმენტი - 550 დოლარიდან, ხოლო სრულ ინკლუზიურ საცხოვრებელ ობიექტებში ტურების ფასები 600 დოლარიდან.

რაც შეეხება მაღალი სეგმენტის სასტუმროებს, აქ ტურების ფასი 1 375 დოლარიდან იწყება.

ეკა დარჩიაშვილი