სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, აქედან უმრავლესობა, 62 პროცენტზე მეტი შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე გვხვდება:
სამაცივრე მეურნეობები ყველაზე მცირე რაოდენობით სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული. თითოეულის წილი მხოლოდ 0.4 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 210 ერთეული იყო. უმრავლესობა კვლავ შიდა ქართლის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მაგრამ 2023 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში მათი წილი 67,6 პროცენტს შეადგენდა, წელს კი დაახლოებით 5 პროცენტით არის შემცირებული. სამაგიეროდ გაზრდილია თბილისისა და ქვემო ქართლის წილი.
2023-2024 წლებში, სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა ჯამურად 18 ერთეულით არის გაზრდილი, აქედან 9 ერთეული თბილისზე მოდის, 3 ქვემო ქართლზე, 3 კი იმერეთზე. ზრდა ფიქსირდება მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის შემთხვევაშიც. რაც შეეხება აჭარასა და იმერეთს, სამაცივრე მეურნეობების რაოდენობამ შესაბამისად, 1 და 3 ერთეულით დაიკლო.