ბაზარზე პომიდვრის მოსავლის ამღები სრულად ავტომატური რობოტი გამოვა

იაპონურმა კომპანია Denso-მ და ჰოლანდიურმა კომპანია Certhon-მა წარმოადგინეს Artemy, ახალი რობოტი, რომელსაც შეუძლია სათბურებში ჩერი პომიდვრის მოსავალი სრულიად დამოუკიდებლად აიღოს. როგორც AgroTimes FreshPlaza აცხადებს, რობოტი კომერციული ბაზრისთვის უკვე მზად არის.

იგი აღჭურვილია მოწინავე ხედვის ტექნოლოგიით, სხვებისგან არჩევს მწიფე პომიდორს, კრეფს და ყუთების დამოუკიდებლად შეცვლა და ტარებაც შეუძლია - აცხადებენ მწარმოებლები.

"Denso-ს გამოცდილება წარმოებაში, რომელიც მოიცავს გამოსახულების ამოცნობას, უსაფრთხო მართვას და რობოტიკას, ინტეგრირებულია Artemy-ის ყველა ოპერაციებში, დაწყებული პომიდვრის ავტომატური დაკრეფიდან, სავალი ხაზების ავტომატურ შეცვლამდე" - თქვა ჰიდეჰირო იოკუმ, Denso Corporation-ის უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

არტემი უსაფრთხოდ მუშაობს სასათბურე მეურნეობის პერსონალის სიახლოვესაც. იგი ჩერდება, როდესაც გზაზე დაბრკოლებებს აწყდება. რობოტი აღჭურვილია დამატებითი განათებით და გამოცვლადი ბატარეებით, შესაბამისად მას მთელი საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ მუშაობაც შეუძლია.

თორნიკე მაისაშვილი