ნავთობი, მარცვლეული, ელექტრონიკა - რომელია ყველაზე ღირებული საექსპორტო პროდუქცია მსოფლიოში

2023 წელს მსოფლიო ქვეყნებიდან ექსპორტზე 24,5 ტრილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე მათგანი იყო.

წარმოგიდგენთ World's Top Exports-ის უახლეს მონაცემებს:

ჩინეთი - ელექტრონიკა

მსოფლიოს უმსხვილესმა საქონლის ექსპორტიორმა - ისევე როგორც მობილური ტელეფონების წამყვანმა ექსპორტიორმა - ჩინეთმა გასულ წელს საექსპორტო გაყიდვებით თითქმის 3.4 ტრილიონი გამოიმუშავა.

ინდოეთი - მინერალური საწვავი, ნავთობის ჩათვლით

ინდოეთმა 2022 წელს 360 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა. ორი წლის წინ მისი უმსხვილესი ექსპორტის სიაში ლიდერობდა მინერალური საწვავი (მათ შორის ნავთობი), რომელმაც ქვეყანაში 42,6 მილიარდი დოლარი შეიტანა. ინდოეთი ასევე იყო მსოფლიო ლიდერი ბრილიანტების ექსპორტში, ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 11%-ს შეადგენს.

საფრანგეთი – მანქანები, მათ შორის კომპიუტერები

ქვეყანა რეალურად ყველაზე მეტ ფულს შოულობს მანქანებიდან და ფარმაცევტული საშუალებების ექსპორტიდან. მანქანები, მათ შორის კომპიუტერები, წარმოადგენდნენ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 11.6%-ს, რასაც 73.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს.

ბრაზილია - მინერალური საწვავი, ნავთობის ჩათვლით

გასულ წელს მინერალური საწვავი (მათ შორის ნავთობი) შეადგენდა ბრაზილიის ექსპორტის 16.2%-ს, რამაც სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში 55.1 მილიარდი დოლარი შეიტანა. ბრაზილიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი, აშშ და არგენტინა.

არგენტინა - მარცვლეული

არგენტინის ყველაზე მომგებიანი ექსპორტი მარცვლეულია, მათ შორის სიმინდი. ამ პროდუქტმა - 2023 წელს 8,1 მილიარდი დოლარი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში, რაც წარმოადგენს არგენტინის მთლიანი ექსპორტის 12,1%-ს. ყველაზე დიდი შემსყიდველები იყვნენ ბრაზილია, ჩინეთი და აშშ.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი