ზვიად ციკოლიამ სათვალეების ხაზი „კოლხის“ წარადგინა - როგორია მათი ღირებულება?

ზვიად ციკოლიამ მილანის საგამოფენო სივრცეში სათვალეების ხაზი „კოლხის“ წარადგინა. როგორც ოფიციალურ საიტზე აცხადებენ, იგი პირველი ნამუშევარია სათვალეების კოლექციაში.

„კოლხის" შეიქმნა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის“ - წერია Tsikolia-ს Facebook გვერდზე.

ამ ეტაპისთვის საიტზე აღნიშნული სათვალე 6 სხვადასხვა ფერითაა წარმოდგენილი და ღირებულება ყველა მოდელზე 649 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ზვიად ციკოლიამ სათვალეების გარდა, გაყიდვაში ჩანთებიც და სუნამოც ჩაუშვა .